LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში – თურნავა „ნამახვანჰესზე“

57
publika.ge-natia-turnava-3

ეკონომიკის მინისტრი „ნამახვანჰესის“ საკითხზე კომენტარს აკეთებს და განმარტავს, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში. „ჩვენ კანონმდებლობისა და გაცხადებული პრინციპების ფარგლებში ვმოქმედებთ“, – ამბობს ნათია თურნავა და იქვე დასძენს, რომ მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართვა, პროცესისადმი ნდობას გააჩენს.

„ჩვენ პირველ რიგში მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ ფაქტობრივად, მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები. მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნისა და სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში“, – განმარტა თურნავამ.

მისივე თქმით, ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის – კონკრეტულად, პროცესი რამდენად სწორად იყო წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები და ა.შ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g