საფრანგეთში მომუშავე ქართველი ექიმი სოფიო ბერუაშვილი, როგორც თავად წერს სოციალურ ქსელში, კორონავირუსით დაინფიცირდა.
მანამდე ის აქტიურად მუშაობდა საკუთარი პროფესიით ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რომელიც პარიზში მდებარეობს.
საკუთარი გამოცდილება მან კოლეგებს ერთ-ერთ პოსტში გაუზიარა, სანამ შეიტყობდა, რომ თავადაც არის კოვიდინფიცირებული.
როგორც 8 აპრილის სტატუსში სოფიო ბერიაშვილი აღნიშნავდა, კოვიდის დადასტურება ზოგჯერ პისიარ ტესტსაც უჭირს, რომელიც ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, ამიტომაც აფრთხილებდა კოლეგებს, რომ იმსჯელონ არა ტესტების, არამედ სიმპტომატიკის მიხედვით.
“ექიმებო! ფრთხილად იმ პაციენტებთან, რომლებსაც PCR ტესტი უარყოფითი აქვთ, არც CT-ზეა ტიპური სურათი, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა ან ქრონიკული დაავადება უმძიმდებათ უმიზეზოდ…
გაიმეორეთ ტესტი და მიიჩნიეთ როგორც პოტენციური კოვიდი, გადაიყვანეთ იზოლირებულ პალატაში, კონტაქტისას დაიცავით მაქსიმალურად თავი…
4 კოვიდ (+) პაციენტი აღმოვაჩინეთ განმეორებითი ტესტით, წესით კოვიდ (-) განყოფილებაში…
P. S შემოსვლისას ოთხივე კოვიდ ნეგატიური იყო…
30%-ია დაფიქსირებული ასეთი შემთხვევების.
ხალხო #დარჩითსახლში”.