LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რისი დემონტაჟიც შესაძლებელი იყო, წაიღეს – საგურამოში შეცდომით გარემონტებული სახლის ისტორია სასამართლო დავის გარეშე დასრულდა

106

19 მარტს, სოცქსელებში გავრცელდა საგურამოში მომხდარი სახალისო ისტორია. უცნობმა, რომელმაც ბინა მის მეზობლად იყიდა, საკუთარის ნაცვლად, შემთხვევით მისი სახლი გაარემონტა. აგარაკზე ჩასულ გაბუნიების ოჯახს, იქამდე გაურემონტებელ სახლში ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მოსწორებული მიწა და სახლამდე მიყვანილი კომუნიკაციები დახვდა.

მათ ვისაც აინტერესებდა, თუ როგორ მოაგვარეს  მეზობლებმა საკითხი, გეტყვით, რომ  საქმე სამართლებრივი დავის გარეშე მოგვარდა. როგორც on.ge-ს სახლის მეპატრონემ განუცხადა, სამართლებრივი დავა არ გახდა საჭირო.

“რისი დემონტაჟიც შესაძლებელი იყო, წაიღეს. დამატებით რაც კომუნიკაციებში და ეზოს მოსწორებაში დაიხარჯა – ანაზღაურდება”, – ამბობს ქეთა გაბუნია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები