LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვის აჯარიმებენ რეალში ფეხბურთელებს და რამდენით

88
47305047-10151692010299953-5660223410966364160-o

ინტერნეტში გამოჩნდა დოკუმენტების სქრინები, სადაც გაწერილია სხვადასხვა სახის ჯარიმები მადრიდის „რეალში“.

„მარკა“ Deportes Cuatro-ზე დაყრდნობით ყველაზე საინტერესო ფულად ჯარიმებზე წერს.

ფეხბურთელი ბაზაზე ვარჯიშამდე 45 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. 5-წუთიანი დაგვიანება 250 ევრო ჯდება, 15 წუთით შეყოვნება – 500 ევრო. თუ ამის შემდეგაც არ გამოჩნდება – 1000 ევროს გადაიხდის. გაცდენა არასაპატიო მიზეზით – ჯარიმა 3000 ევრო.

ტელეფონი უხმო რეჟიმზე უნდა იყოს მთელი დრო, სანამ ფეხბურთელები კლუბის განკარგულებაში არიან. მობილურისადმი დამოკიდებულება 250 ევროდან 500-1000 ევრომდე ჯარიმდება.

ფეხბურთელებს ყოველ კვირა წონიან. თუ გააცდენ 250 ევროიანი ჯარიმაა, ზედმეტი სიპუტკუნისთვის – 1000 ევრო.

ფეხბურთელები ვალდებული არიან კლუბის წარმომადგენლები გააფრთხილონ სადმე წასვლაზე, ინტერვიუზე ან კომერციულ პროექტებში მონაწილეობაზე. დარღვევა 1000 ევროთი ჯარიმდება.

ვინც განაცხადში ვერ მოხვდება ვალდებულია გუნდთან ერთად იყოს მატჩის დაწყებამდე და უფლება აქვს სტადონი დატოვოს არა უგვიანეს 10 წუთით ადრე თამაშის დასრულებამდე.

„რეალი“ ამ მომენტისთვის ლა ლიგის ლიდერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები