14 ივნისს, გონიოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე ემსხვერპლა.
მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც მეგი, მეგობართან ერთად სიმღერას ასრულებს.
„ვუყურებ და ვერ ვხვდები რით დაიმსახურა ჩემმა დამ ეს დასასრული… ნიჭის ზეიმი ხარ მეგიკუნა, რომელსაც არ აცალეს ზრდა და განვითარება, რომელსაც 22 წლისას დაასრულებინეს სიცოცხლე.. არ ვიცი, რამ უნდა გაანელოს ეს ტკივილი, ვერავინ და ვერაფერი რომ ვერ შეცვლის“, – წერს ნაზი ჯაიანი.
ვიდეო: „არ იცოდა ნომრების შეცვლას რომ ვაპირებდით… როცა მივიყვანე ადგილზე, მიხვდა და ჩვენგან მალულად, თვალები ცრემლებით აევსო“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და ემოციურ პოსტს აქვეყნებს
„როგორი ბედნიერი იყავი ამ დღეს, ბოლო კადრი გულს მიკლავს, ხშირად ემშვიდობებოდი მაგ ჟესტით ყველას, გვანიშნებდი რამეს ჩემო სიცოცხლე?“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და
ვიდეო: „ბევრმა მომწერა, რომ ეს ჩიტი მთელი დღე სადარბაზოს არ მოსცილებია დაკრძალვამდე და დაკრძალვის მერეც, მამიკომ კარი ღია დაგიტოვა, გაფრინდეს, ცოდოაო, თვალებში შეგციცინებდა, იქნებ რამე უნდა და მანიშნოსო“ – რა კადრებს აქვეყნებს გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და
„ჩვენს ყოველ შეკრებას მეგი ამხიარულებდა, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით. რომ წარმოვიდგენ მის ყოველ ქცევას, ამა თუ იმ სიტუაციაში რას გააკეთებდა, ჩამეღიმება… არავინ არ იცის როდის მაგრამ ერთ დღესაც აუცილებლად შევხვდებით… შენს მიერ გამოწვეულ სიცარიელეს ჩემს გულში, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეავსებს!“ – გონიოში ავარიის შედეგად დაღუპული მეგი ჯაიანის და
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გონიოში 14 ივნისს მოხდა – ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა სამი გოგო, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.
„ბათუმო ვიზიარებ…სად გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები“ – აჭარაში დაღუპული გოგონების შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება