LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რით ვერ მოგაწონეთ თავი ოპოზიციურმა პარტიებმა? არავინ როგორ არ მოგწონთ? ბოდიში, რომ ბიძინასავით ბევრი ფული არ გვაქვს” – ნინო ბურჯანაძე

144
BeFunky-collage (37)

„მივმართავ საზოგადოებას, 2020 წელს ალტერნატივა არ გქონდათ? მოდი, ჩამოვთვალოთ 2020 წელს რამდენი პარტია იყო: პროლეტარი შალვა, ულტრალიბერალი ბოკერია, ულტრაპრორუსული ინაშვილი, ნაკლებად პრორუსული ბურჯანაძე. ახალგაზრდა, მოტივირებული და ამბიციური ვაშაძე. ვერ გავიგე, რით ვერ აღმოაჩინეთ თქვენი მოსაწონი პოლიტიკური პარტია, ხომ არ იცით?”, – ასე მიმართა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებას “პალიტრანიუსის” ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, ქართულ პოლიტიკაში პარტიების მრავალფეროვანების ფონზე, საზოგადოებას ხელისუფლების შესაცვლელად არჩევანი უნდა გაეკეთებინა.

“რით ვერ მოგაწონეთ თავი? არავინ როგორ არ მოგწონთ? ბოდიში, რომ ბიძინასავით ბევრი ფული არ გვაქვს. აქ არ არის მარტო საუბარი იმაზე, მიშა თუ ბიძინა იმიტომ, რომ 2020 წელმა ქართულ საზოგადოებას სრული სპექტრის არჩევანი მისცა. ახლა დიმიტრი გელოვანებს ნუ მოითხოვენ პოლიტიკაში, უკაცრავად და დიმიტრი გელოვანები ხართ თქვენ ცხოვრებაში?! რაც ხართ თქვენ, ის ვართ ჩვენ. რაც ერი, ის ბერი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები