„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მუშაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ “ავტორადიოს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, “რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით, სავალდებულოა, გარკვეული ტექნოლოგიური პროცესებისა და გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოების ჩატარება, რაც დადგენილია საბაგირო გზის მწარმოებელი კომპანია „ლაიტნერის“ მიერ.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით და 11 აპრილს „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტისთვის.