რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ისევ ვერ გაიყიდა. ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. აუქციონი ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის 4 თებერვალს გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით რიყის დოქების საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა.