LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ უიზერსფუნი „ქერათმიანი ადვოკატის“ მესამე ნაწილზე მუშაობას იწყებს

68

კინოსტუდია MGM ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რიზ უიზერსფუნთან „ქერათმინი ადვოკატის“ მესამე ნაწილის გადაღებებზე მოლაპარაკებები დასრულდა. ოსკაროსანი მსახიობი ელ ვუდსის ისტორიის გაგრძელებაში მიიღებს მონაწილეობას.

ფილმის პირველი ნაწილის გამოსვლიდან უკვე 17 წელი გავიდა. ფილმი გამოსვლისთანავე გახდა ჰიტი და მან შემქმნელებს 141 მილიონი დოლარის  მოგება მოუტანა. ფილმის გაგრძელება კი ეკრანებზე 2 წლის შემდეგ გამოჩნდა. ინფორმაცია ფილმის მესამე ნაწილის შესახებ ჯერ კიდევ მარტში გაჩნდა. ამბობენ, რომ რიზ უიზერსფუნის გმირი ახალ ფილმში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები