იურუდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის როლმა რიზ უიზერსპუნს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ამჯერად კი, გამოცემა E! Online წერს, რომ მაყურებელი გულუბრყვილო ელი ვუდსს ეკრანებზე კვლავ იხილავს.
გამოცემის ცნობით, უიზერსპუნი ფილმის მესამე ნაწილის გადაღებების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ცნობილია, რომ სცენარისტები ახალ ფილმზე უკვე მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის უიზერსპუნი ნიკოლ კიდმანთან ერთად სერიალ „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონის გამოსასვლელად ემზადება. ორივე მათგანი მთავარი როლის გარდა, პროექტის პროდიუსერიც არის.