ლეგენდარული მსახიობი, რობერტ დე ნირო რჩეულთან და მეგობრებთან ერთად სანტა-მონიკაში, იტალიურ რესტორან Giorgio Baldi-ში სადილობის დროს გადაიღეს. 80 წლის მსახიობის საყვარელი ქალბატონი, ტიფანი ჩანი საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა. ამ დღეს 45 წლის ჩანი მუქ ნაცრისფერ ზედასა და შავ, სხეულზე მომდგარ მაქსი კაბაში იყო გამოწყობილი, მის ლუქს ყვითელი ჩანთა ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში დე ნიროს რჩეულის ჩაცმის სტილი საგრძნობლად დაიხვეწა.
შეგახსენებთ, რობერტ დე ნიროსა და ტიფანი ჩანს ქალიშვილი გასული წლის აპრილში შეეძინათ. ჯია ვირჯინია დე ნირო, მსახიობის მეშვიდე შვილია.