LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რობოკოპები წიხლებით სცემდნენ“ – გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე მარუაშვილი, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, ბოკერიას კლინიკაში მკურნალობს

350
12

16 აპრილს, აქციაზე დაშავებული ორი მოქალაქე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობს – ამის შესახებ „ფორტუნას“ კლინიკაში განუცხადეს.

ვიდეო: სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილე წააქციეს და სცემეს

როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, ორივე პაციენტი, ნევროლოგიურ განყოფილებაში, ტვინის შერყევის დიაგნოზით არის მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 29 წლის პედაგოგი, თორნიკე მარუაშვილია, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ.

ცნობისათვის, რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, თორნიკე მაურაშვილს ვერ პოულობნენ მას შემდეგ, რაც ის რობოკოპებმა წიხლებით სცემეს:

„ვერ პოულობენ 29 წლის პედაგოგს, თორნიკე მარუაშვილს, ბოლოს ნახეს კადრებში, სადაც რობოკოპები წიხლებით სცემენ, დაგვეხმარეთ“, – დაწერა ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა. მოგვიანებით, ასევე თეა ადეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თორნიკე მარუაშვილი ბოკერიას კლინიკაში იმყოფება.

თორნიკე მარუაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს არასამთავრობო ორგანიზაციის. „მშობლები განათლებისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მეგი კავთუაშვილიც:

„თორნიკე ჩემი შვილის მასწავლებელია. იპოვეს. წუხანდელი დარბევის შედეგად ბოკერიას კლინიკაში წევს. მადლობა თავგანწირვისთვის“.

ვიდეო: ,,ჯოხით ვდგავარ ხედავენ და ერთი ბალონი დამაცალეს…არაფერი აინტერესებდათ” – რას ჰყვება მიხეილ რამიშვილი

🆘 ვერ პოულობენ 29 წლის პედაგოგს თორნიკე მარუაშვილს, ბოლოს ნახეს კადრებში სადაც რობოკოპები წიხლებით სცემენ დაგვეხმარეთ❗️❗️❗️

Posted by Tea Adeishvili on სამშაბათი, 16 აპრილი, 2024

სპეცრაზმელები „პუბლიკის“, „ტაბულას“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ცნობისათვის, 16 აპრილს, „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინაღმდეგ ე.წ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ბოლო ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს

,,მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს” – ირაკლი კუპრაძე

magti 5g