LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რობოტი ლაბორანტი” – ქართველი გამომგონებელი ბავშვების წარმატება

ანი თეთრაშვილი, თამარ მიქელაძე და ნინი ხუნძაყიშვილი ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში საერთო ინტერესმა გააერთიანა.

მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებმა პროექტით „რობოტი ლაბორანტი“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვებაც მოიპოვეს.

გოგოებმა სამი რობოტი შექმნეს, რომელიც დისტანციურად იმართება და მათი დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდები დამოუკიდებლად, სახლიდან გაუსვლელად ჩაატარონ. მოწყობილობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და ის ხმოვანი ბრძანებებითაც იმართება.

პროექტის ხელმძღვანელი, რომლითაც სკოლის მოსწავლეები კონკურსზე წარსდგნენ, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილია. პროფესორი ამბობს, რომ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ უდიდესი ინტერესი აქვთ. დავით სონღულაშვილის თქმით, რამდენიმე სკოლამ ეს პრაქტიკაშიც დანერგა, თუმცა, მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება ფართოდ უნდა დაინერგოს სკოლებში.

 

mazda magti 5g