LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა, 75 წლის ასაკში, ახალ ცხოვრებას იწყებ – მერილ სტრიპი და მარტინ შორთი ქორწინდებიან

3702
page

გასულ კვირას, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მერილ სტრიპი და მარტინ შორთი ერთმანეთს ხვდებიან. როგორც გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წყვილის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით წერს, სტრიპი და შორთი ერთი წელია ერთად არიან. მეტიც, მათი ურთიერთობის შესახებ ოჯახებმაც იციან და ამ რომანის მიმართ ყველა კეთილგანწყობილია.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ 75 წლის მერილ სტრიპი და 74 წლის მარტინ შორთი შეყვარებულები არიან

როგორც ჩანს, სერიალის, „მკვლელობა ერთ შენობაში“ სცენარი მალე რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლებს. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 75 წლის სტრიპი და 74 წლის შორთი ქორწინდებიან. გამოცემა, New Idea-ის ცნობით, ისინი უკვე ადგილს არჩევენ, სავარაუდოდ ცერემონიალი სანტა-ბარბარაში შედგება.

გამოქვეყნდა სტუმრების სიაც. მათ ქორწილს ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი, სტივ მარტინი, სელენა გომესი, შერი, ვაიოლა დევისი და ტრევის ულმანი და სხვა ვარსკვლავები დაესწრებიან.

„მერილს არ უყვარს ხმაური და აჟიოტაჟი, თუმცა, ორივე მათგანი კარგ კომპანიას აფასებს“ – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, მსახიობების რომანზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიყო. წყვილი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობს, თუმცა, მათი საბედისწერო შეხვედრა სერიალში „მკვლელობა ერთ შენობაში“ შედგა. გასულ წელს სტრიპი მეუღლეს 45 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.

75 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული – მერილ სტრიპისა და მარტინ შორტის რომანტიკა ავტომობილში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები