LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა არ არის უზრუნველყოფილი ამომრჩევლის თავისუფალი ნება, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება კომისიის თავმჯდომარე : ლაშა დამენია

28
ლაშა-დამენია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა დამენიას თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში არანაირი მნიშნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება ცესკოს-ს თავჯდომარე, რადგან არ არის უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა თავისუფალი ნება და მათი გამოხატვის თავისუფლება.

“უმთავრესია, რომ ამ არჩევნების დროს მოხდეს საერთო კოორიდნაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის” : ლაშა დამენია

დამენიამ აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს კანონმდებლობა, რომელიც არ მისცემს ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების საშუალებას, ხოლო საერთო ოპოზიციური კოორდინაცია და მოქალაქეთა აქტივობა ივანიშვილის რეჟიმს არ მისცემს თავისი მიზნის ასრულების საშუალებას.

„ქართული ოცნების პირობებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება კონკრეტულად საარჩევნო კომისიის თავჯდომარე, იმ პირობებში, როდესაც არ არის უზრუნველყოფილი ამომრჩეველთა თავისუფალი ნება და მათი გამოხატვის საშუალება, ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს კონკრეტული კანონმდებლობით გამყარებული ის სიტუაციები, სადაც არ ექნება საშუალება ქართულ ოცნებას გააყალბოს არჩევნები და აქ უმთავრესია, რომ ამ არჩევნების დროს მოხდეს საერთო კოორიდნაცია ოპოზიციურ პარტიებს შორის და მოქალაქეთა აქტივობა, რათა ნებისმიერი მანიპულირების შემთხვევაში, ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხოს თავისი მიზნის ასრულება.“ – განაცხადა დამენიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები