ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ყოველი ჩვენგანის ზეციური დედა, ჩვენი ნუგეშისმცემელი და შემწე ცხოვრებისეული ჯვრის ტვირთვაში, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა მისი სიყვარული, ის იხსნის ჩვენს სულებს სიკვდილისგან, ამას გვასწავლის დღევანდელი დღესასწაული და წმინდა ეკლესია, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
“როცა მივმართავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი განსაცდელების ჟამს, იგი ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვეხმარება” – მეუფე შიო
მან აღნიშნა, მრომ დღეს განსაკუთრებული დღეა და როგორც არასდროს, ამ დღეს ვგრძნობთ ღვთისმშობლის სიახლოვესა და მის მფარველობას.