მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, ჯეი ლო და ბენ აფლეკი კვლავ ერთად გამოჩნდნენ, მედია დარწმუნებულია, რომ წყვილს ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები აქვს.
სულ ცოტა ხნის წინ, ლოს-ანჯელესში ჯეი ლოს ახალი ფილმის, „ატლასის“ პრემიერა შედგა, რომელზეც არტისტი და მსახიობი მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა.
ჯეი ლო შეუდარებლად გამოიყურებოდა კაბა-ორეულში, ეს გახლდათ თეთრი ტოპისა და შავი ქვედაბოლოსგან შემდგარი ლუქი, რომელსაც ლოპესმა ზურმუხტის სამეული, ყელსაბამი და საყურე შეუხამა.
„როცა მზერა ყველაფერს ამბობს“, „იღიმის, მაგრამ ბედნიერი არ არის“, „ასეთ მნიშვნელოვან დღეს ბენი მასთან არ არის, აშკარაა, მათ პრობლემები აქვთ“, – არ წყდება კომენტარები.
ბენ აფლეკი პაპარაცებს აჩვენებს, რომ ჯეი ლო მის გვარს ატარებს