გასულ თვეს, Coldplay-ის კონცერტზე IT-კომპანიის, Astronomer-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ენდი ბაირონისა და კადრების განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის „დიდ გამოჭერას“ მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
კრისტენ კაბოტის ოჯახური იდილია Coldplay-ის კონცერტზე „დიდ გამოჭერამდე“ – ვინ არის მისი მეუღლე
ვნებათაღელვის შემდეგ, ინტერნეტსივრცეში კრისტენ კაბოტის ფოტოები გავრცელდა. ის თავის სახლთან, ფეხშიშველი იდგა და ყვავილებს აუღელვებლად რწყავდა.
აღსანიშნავია, რომ მას ქორწინების ბეჭედი აღარ ეკეთა. ეს კადრების განყოფილების უფროსის პირველი გამოჩენაა კონცერტზე სკანდალური ინციდენტის შემდეგ.
„როცა ოჯახი დაანგრიე და მერე ყვავილების მორწყვა მოგინდა“, „ყვავილების მორწყვა არ გიშველის“, „ენდი ბაირონი სად დაკარგე?“,„ენდი ბაირონი გაზონებს კრეჭს?“, – არ წყდება კომენტარები.
რაც შეეხება ენდი ბაირონს, რომელმაც მეუღლეს, მეგან კერიგანს ბოდიში საჯაროდ მალევე მოუხდა, კარგა ხანია არ გამოჩენილა. წყაროს ცნობით, ის იმალება და მან ყველა სოციალური ქსელი წაშალა.
ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერია ცნობილი Coldplay-ის კონცერტის „მთავარი გმირების“ ამჟამინდელი ოჯახური სტატუსის შესახებ.
„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს“ – ენდი ბაირონი ვრცელ და გულსაკლავ პოსტს ავრცელებს





