LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა რადიო ღვინოდ იქცევა – „არ დაიდარდო“ „შუმთან“ ერთად

1014
არ დაიდარდო

სასიამოვნო სიახლე ღვინის ნამდვილი მოყვარულებისთვის! 

რადიო „არ დაიდარდო“, მეღვინეობა „შუმთან“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ ორ უნიკალურ ქართულ ღვინოს – „არ დაიდარდო რქაწითელი“ და „არ დაიდარდო საფერავი“.

ეს ღვინოები რადიოს იმ ხასიათს ატარებს, რომელიც წლებია მსმენელისთვის ნაცნობია – თბილს, გულწრფელს და ჭეშმარიტად ქართულს. ისინი დამზადებულია ქართული ავტოქტონური (ადგილობრივი წარმოშობის, ისტორიულად ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული) ყურძნის ჯიშებისგან, „შუმის“ ვენახებში, საქართველოს ისტორიულ მიკროზონებში.

ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის, ის საუკეთესო განწყობის შემქმნელი საშუალებაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს – ეტიკეტზე დატანილი QR კოდის დასკანერებისას შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს და დააგემოვნოთ ღვინო, სადაც მუსიკა და გემო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ღვინის ეტიკეტის დიზაინი ცნობილი ქართველი მხატვრის ზურა გომელაურის მიერ შეიქმნა და სრულად გამოხატავს ბრენდის ხასიათსა და ქართულ ესთეტიკას.

თამარ ჩიგოგიძე, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ დამფუძნებელი: „იმის გათვალისწინებით, რომ რადიო „არ დაიდარდო“ მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართულ სუფრასთან და სოციალურ ურთიერთობებთან, ღვინო მის ბუნებრივ და შესაბამის კომპანიონად ჩამოყალიბდა. ამ იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა მეღვინეობა „შუმთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ხარისხისა და ავთენტურობის მიმართ ერთიანი ხედვა აქვს. ამიერიდან შეგიძლიათ, „არ დაიდარდოს“ არა მხოლოდ მოუსმინოთ, არამედ ღვინის სახითაც დააგემოვნოთ. ვიმედოვნებთ, ღვინოს „არ დაიდარდო“ ისევე შეიყვარებენ, როგორც რადიო „არ დაიდარდოს“.

ღვინო „არ დაიდარდო“ ამჟამად სითი მოლი საბურთალოს გუდვილის ფილიალში იყიდება.

დააგემოვნეთ ღვინო და არ დაიდარდოთ!

magti 5g