LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა საჭმელი სახლში გრჩება: კაცი 3 მილიონით გამდიდრდა გულმავიწყობის გამო

116
Capture

აშშ-ში მისურის მკვიდრმა ლატარიაში სამი მილიონი დოლარი მოიგო მისი გულმავიწყობისა და იღბლის წყალობით. ამის შესახებ მისურის ლატარიის ვებგვერდი იტყობინება.

იღბლიანმა გათამაშების ორგანიზატორებს განუცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ სამსახურში მანქანით მიდიოდა და ცოლმა დაურეკა. თურმე მისთვის მომზადებული ლანჩი სახლში დარჩა. მამაკაცი გზის გასწვრივ მდებარე მაღაზიასთან გაჩერდა საკვების საყიდლად.

იქ მისი ყურადღება მიიპყრო 30 მილიონიანი ლატარიის გათამაშებამ. „როგორც წესი, 30 დოლარიან ბილეთებს არ ვყიდულობ, მაგრამ თან მქონდა 60 დოლარი, რომელიც ადრე მოვიგე. ამიტომ ვიფიქრე: „რატომაც არა?“ – განმარტა მან.
შეძენილი ბილეთის შემოწმების შემდეგ მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ სამი მილიონი დოლარით გამდიდრდა.

„დამუნჯებული ვიყავი. არ მეგონა, რომ მოვიგებდი და მერე კი დავინახე ყველა ეს ნული“, – აღწერა მან იმ მომენტში თავისი მდგომარეობა.

მამაკაცმა ასევე თქვა, რომ უყვარს ხუმრობები და როდესაც ცოლს დაურეკა, რომ ეს სასიხარულო ამბავი ეუწყა, ქალი დიდი ხნის განმავლობაში არ უჯერებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები