LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა სამყარო დაძაბულია, გარშემო ბევრი ნეგატივია, ამ დროს ანრი ჯოხაძემ შეძლო, 2500 მაყურებელთან ერთად, სიყვარულის ზღვა ემოციებით „ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო“ გვემღერა ერთად“ – ემოციური კადრები ანრი ჯოხაძის კონცერტიდან, რომელმაც ფილარმონიაში სრული ანშლაგით ჩაიარა

599
ანრი ჯოხაძე

ანრი ჯოხაძის კონცერტმა ფილარმონიის სცენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა.

მომღერალმა დარბაზი ერთხმად აამღერა.

კადრებს დალი ჩიტალაძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს და ემოციურ პოსტს წერს.

„რიგით მეხუთე ანშლაგი ერთი წლის განმავლობაში, დაუვიწყარი ზღვა ემოციების საღამოები…მაგრამ დღევანდელი კონცერტი კიდევ უფრო განსხვავებული, ემოციური, უშუალო და განსაკუთრებული იყო, იმ ფონზე როცა სამყარო დაძაბულია, გარშემო ბევრი ნეგატივია და ამ დროს ანრი ჯოხაძემ შეძლო 2500 მაყურებელთან ერთად სიყვარულის ზღვა ემოციებით „ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო“ გვემღერა ერთად. სწორედ ამიტომ არის ანრი სახალხო არტისტი.

P.S. თითქმის ყველა სიმღერა ასე, როგორც ამ პატარა ნაწყვეტშია გადმოცემული, ერთად სიმღერით მთავრდებოდა,“ – წერს ანრი ჯოხაძე.

ფოტო/ვიდეო: ანრი ჯოხაძემ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მისულ მსმენელს დაუჩოქა – ხანგრძლივი ოვაციები: „მისი ვოკალური დიაპაზონი უსაზღვროა…“

მსმენელს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს თავად ანრიც.

„მადლობა სიყვარულისთვის,“ – წერს მომღერალი და კონცერტიდან ფრაგმენტს გვიზიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g