LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა შენი შვილის საქმროს მამა, შენი ყოფილი შეყვარებულია – ბრუკ შილდსი ახალ რომანტიკულ მელოდრამაში

354
ბრუკ შილდსი

9 მაისს ეკრანებზე „ნეტფლიქსის“ მიერ შექმნილი ახალი რომანტიკული მელოდრამა გამოდის,სადაც მთავარ როლს შეუდარებელი ბრუკ შილდსი ასრულებს. ეს გახლავთ მარკ ვოტერსის მიერ გადაღებული ახალი ფილმი, რომელიც რომანტიკული კომედიების მოყვარულებს გაახარებს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ბრუკ შილდისის გმირი, ქალიშვილთან ერთად, ულამაზეს კუნძულზე, შვილის საქმროს გასაცნობად მიემგზავრება, როცა მოულოდნელად ირკვევა, რომ საქმროს მამა, მისი ყოფილი შეყვარებულია. ბრუკ შილდსის პარტნიორი ფილმში, ბენჯამინ ბრეტია.

ფილმში, რომლის თრეილერიც უკვე გავრცელდა, ყველაფერია, რაც მიგიზიდავთ. რომანტიკული მომენტები, ზღვა, ლამაზი ბუნება და ბევრი თავგადასავალი. 

„დღის გმირი“ – 58 წლის ბრუკ შილდსი იხსენებს, როგორ გადაარჩინა ის ბრედლი კუპერმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები