LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ტერიტორიას გართმევს, გბომბავს, შენს მოქალაქეებს საქონელივით ექცევა, როცა 200 წელი მონობაში გაატარე და მაინც თვლი, რომ ბაბა უნდა დაუძახო, მომავალი არ გაქვს!!!” – მაია ასათიანი

594
მაია ასათიანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმაურება და ემოციურ პოსტებს აქვეყნებს.

„როცა ტერიტორიას გართმევს, გბომბავს, შენს მოქალაქეებს საქონელივით ექცევა. როცა 200 წელი მონობაში გაატარე და მაინც თვლი, რომ ბაბა უნდა დაუძახო, მომავალი არ გაქვს!!!”.

რას დაგვამსგავსა უბადრუკმა სეთურმა”, – წერს მაია ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოსკოვიდან პირველი ავიარეისი დღეს შესრულდა.

„თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“ – კობახიძე კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

„აქციები გაგრძელდება, იქნება ეს ერთი დღე, ორი, თუ სამი…შემდეგ მთელი საქართველო აქ დადგება და რუსულ რეჟიმს თავის გზას მივუჩენთ” – გიორგი ვაშაძე

Georgian Airways-ის ოფისს მოქალაქეებმა კვერცხები ესროლეს

magti 5g