„რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „შუადღე“ 4 სექტემბრიდან ეთერში ბრუნდება.
ახალი ეთერის მზადების პროცესი ანა კოშაძემ მეგობრებს გაუზიარა.
„ხვალ ყველაზე ხალისიანი და ენერგიული შუადღე ეთერში ბრუნდება“. – ამბობს ანა კოშაძე.
გადაცემის ერთ-ერთი წამყვანისთვის, სოფო ნარჩემაძისთვის მეოცე სატელევიზიო ეთერი იწყება.
„როცა წიგნს დავწერ, ამ ამბით დავიწყებ“, – ამბობს სოფო.
ნინუცა ორჯონიკიძე კი, რომლისთვისაც მეორე წელი იწყება „შუადღეში“ მუშაობის, ამბობს, რომ „ძალიან მოენატრა და მაყურებელთან შეხვედრაც ძალიან უნდა, ყველა, მაგრამ დასვენება არ ეყო“.