როდესაც ის გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ, – ეს განცხადება დეპუტატმა ლადო კახაძემ გამოცემა “Georgian Times”-თან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ როგორც ხელისუფლებას, არამედ იმ მილიონ ადამიანს, რომელმაც ამ ხელისუფლებას ხმა მისცა, “გადაუარა”
“ქართული ოცნების” დეპუტატის განცხადება ეხება უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის თანახმადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია.
ერთი თვის წინ, ელჩის გაწვევისას, ზელენსკიმ თქვა, რომ ეს ქმედება სანქციებზე საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიციის გამო გააკეთა.