LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, სკოლის მოსწავლე იყო, ამას მოჰყვა ჩემი ძმის დაპატიმრება.. უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო” – ეკა ბესელია

407
ფორტუნა (14)

როდესაც ჩემი შვილი დაიჭირეს, სკოლის მოსწავლე იყო, ამას მოჰყვა ჩემი ძმის დაპატიმრება, რომელიც ყველა აქციაზე დამყვებდოდა… უსიტყვოდ მითხრეს, უნდა გაჩუმდეო. – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ იმ პერიოდში დასჭირდა უდიდესი ენერგიის მოკრება, რომ ბრძოლა გაეგრძელებინა.

„სწორედ მაშინ დამჭირდა უდიდესი ენერგიის მოკრება, რომ ამ საშინელ ტკივილს, ამ განსაცდელს შევბრძოლებოდი და მეთქვა, რომ ბრძოლას ისევ ვაგრძელებდი. ვიცოდი, რომ ჩემს შვილს არ სჭირდებოდა შეშინებული დედა, ხოლო ძმას – სუსტი, უნებისყოფო და. ეს საკუთარ სისუსტეზე და რეჟიმის ძალადობაზე გამარჯვებას ნიშნავდა.

ჩემი გამძლეობა რამდენჯერმე გამოცადეს და დარწმუნდნენ, რომ ვერ გამტეხეს. ოჯახის და ძვირფასი ადამიანების გადასარჩენად, შეიძლება დათმო სიცოცხლე, დათმო ბევრი რამ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ღირსება და შინაგანი თავისუფლება, რადგან ამით შენთვის ძვირფას, საყვარელ ადამიანებსაც ვერ უშველი. ამგვარი დილემის წინაშე ვიდექი 2009-2011 წლებში, როცა რეჟიმმა უსასტიკესი გამოცდა მომიწყო. ჩემი გამარჯვება მათ ძალადობაზე სწორედ ეს იყო – ბრძოლა გავაგრძელე“. – იხსენებს ეკა ბესელია.

მან ასევე უპასუხა კითხვას, იცავდა თუ არა ძალადობის მსხვერპლ კაცებს.

„როგორ არა, მამაკაცებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი მახსენდება: მახსოვს, ერთ ქალს თავისი ქმრის მკვლელობას აბრალებდნენ

. ეს ძალიან მძიმე, ემოციური საქმე იყო. მახსოვს, როცა პარლამენტარი ვიყავი, ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, მთხოვდა, რომ დამეცვა და მიყვებოდა, როგორ ძალადობდა მასზე მეუღლე და რა ცუდ დღეში აგდებდა ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ მორალური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მოძალადე შეიძლება კაციც იყოს და ქალიც, მაგრამ საქართველოში სისტემური ხასიათი ქალთა მიმართ ძალადობას აქვს. მამაკაცებზე ძალადობა უფრო იშვიათია და ერთიან სურათს ვერ ცვლის, რადგან კაცი მაინც ფიზიკურ ძალასთან ასოცირდება… თუ ადამიანის უფლებებს იცავ, კაციც უნდა დაიცვა და ქალიც, მთავარია, სად არის სისტემური პრობლემა და სად უფრო ხშირად ვხედავთ ძალადობის ფაქტებს. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენთანაც დაუძლეველი პრობლემაა და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშიც“. – ამბობს ეკა ბესელია.

ნახეთ ინტერვიუ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g