LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი – რისი პროცესია შეჩერებული? – არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“ – ბექა დავითულიანი

139
ბექა დავითულიანი

როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი – რისი პროცესია შეჩერებული? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას, რომ „ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“.

პაველ ჰერჩინსკი: ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

დავითულიანის თქმით, მსოფლიოში პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების დასრულების შემდეგ „კონფიგურაცია ცხადი იქნება“.

„საქართველო დიდი გაფართოების ტალღის ნაწილი იქნება. სამწუხაროდ, ამ წუთას დიდი გაფართოების ტალღა არ ჩანს. როდესაც ეს ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი, დედამიწაზე, მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ ხდება და ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კონფიგურაცია ცხადი იქნება.

იმედი მაქვს, ყველა ამას დროულად გააცნობიერებს და შეძლებენ, ამ რაღაც დროებით ვნებებსა და ემოციებს მოერიონ და პრაგმატულად იაზროვნონ. რისი პროცესია შეჩერებული? რაში გამოიხატება? სხვასთან რა პროცესი აქვთ, მოლაპარაკებების გახსნაზე ელაპარაკებიან, ხომ? არა უშავს, ცოტა ხანი შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო დაფინანსების შეჩერებას, დავითულიანი ამბობს, რომ ამით ამით არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ დასავლეთის ინტერესებიც ზიანდება.

„მთელი უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას საკუთარი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართულებით. სამწუხაროდ, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ასაე არ მოხდეს და საქართველოს მხრიდან თავისი ინტერესების დაცვა პირდაპირპროპორციულად ასახონ დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაღრმავების შეფერხებაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და ამ თანხების სამოქალაქო სექტორში გადასროლა სურთ და საბაბად სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. თუმცა ეს ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, ეს ტყუილია. ამით აზიანებს არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თავის, დასავლეთის ინტერესებს, რომლისთვისაც საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი. მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

პაველ ჰერჩინსკი: „30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები