ლეონარდო დოკაპრიო და მისი შეყვარებული, ვიტორია ჩერეტი ლოს-ანჯელესში, რესტორანში წახემსების დროს გადაღეს. 25 წლის მოდელს თითზე უზარმაზარი ნიშნობის ბეჭედი ეკეთა და მას აშკარა დემონსტრირებას უკეთებდა.
„როდესაც ლეონარდო დიკაპრიო ბოლოს და ბოლოს ნიშნობის ბეჭედეს გაგიკეთებს“, „ნიშნობის ბეჭდის დემონსტრირება“, – წერენ მედიაში.
აღსანიშნავია, რომ ოსკარების დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოცემამ PageSix ვიდეო გაავრცელა, სადაც ლეონარდო დიკაპრიო და მომღერალი, ტეიანა ტეილორი იყვნენ ასახულნი. 49 წლის ლეო და 33 წლის ტეიანა საცეკვაო მოედანზე იდგნენ, ლეო გოგონას წელზე ხელს ხვევდა და ეფლირტავებოდა, მედიაში იმასაც წერდნენ, რომ მათ ის ღამე ერთად გაატარეს.
რაც შეეხება ლეოსა და ვიტორიას რომანს. წყვილი უკვე ერთი წელია ერთმანეთს ხვდება.