LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ქვეყანას ოჯახით ტოვებს თანამშრომელი, რომელსაც 5 000 ლარამდე ხელფასი აქვს, ეს ძალიან ცუდია – რას უკავშირებენ საშუალო რანგის დასაქმებულების ქვეყნიდან გადინებას

111
Untitled design

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქვეყანაში კადრების დეფიციტზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ამ დრომდე პრობლემას მხოლოდ შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლების ქვეყნიდან გასვლა წარმოადგენდა, ახლა იგივე საშუალო რანგის თანამშრომლებსაც უკავშირდება.

როგორც ივა ჭყონია „ბისზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, დასაქმებული, რომლის საშუალო ხელფასიც 2500-დან 5000 ლარამდეა და მაინც ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას იღებს, ის მხოლოდ შემოსავალზე კი არ ფიქრობს, არამედ პერსპექტივას ვერ ხედავს და უიმედოდ არის განწყობილი:

„კიდევ უფრო კრიტიკული სიტუაციაა, ვიდრე მანამდე იყო, რადგან თუ აქამდე გარკვეული პრობლემები გვქონდა შედარებით დაბალ რანგზე, ვისაც პროდუქცია უნდა მიეტანა, ახლა უკვე საშუალო რანგის თანამშრომლებზეც იგივე ვითარებაა – სამწუხაროდ, ქვეყნიდან მათი გადინების მაჩვენებელი მაღალია.

მე ამას ვერანაირად ვერ დავუკავშირებ მხოლოდ სახელფასო პოლიტიკას, იმიტომ, რომ როდესაც მისი საშუალო ხელფასი 2500-დან 4000-5000 ლარამდე მერყეობს და მაინც გადაწყვეტს, რომ ქვეყანა დატოვოს, ვფიქრობ, ის არ არის მხოლოდ შემოსავალზე ორიენტირებული. აქ ალბათ, უფრო მასშტაბური პრობლემაა – ის ვერ ხედავს პერსპექტივას და აქ უიმედოდ არის განწყობილი. მესმის, საუბარი იყოს თანამშრომელზე, რომელსაც ხელფასი აქვს 500-დან 1000 ლარამდე და ქვეყანა დატოვოს, მაგრამ როდესაც უკვე საუბარია 2 000-დან 5 000 ლარამდე ხელფასის მქონე, საშუალო რანგის თანამშრომელზე, რომელიც ქვეყანას ოჯახით ტოვებს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდია“, – აცხადებს ივა ჭყონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g