LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც სისხლში კორტიზოლი მაღალია, ასეთ დროს სიყვარული შეუძლებელია,“ – როგორ კლავს სტრესი სიყვარულის უნარს: ფსიქოლოგი დეა ყოლბაია

170
2024-09-28_14-50-44_002961

თანამედროვე ცხოვრების რიტმი და სხვადასხვა სახის მოვლენები ადამიანებს ხშირ შემთხვევაში სტრესში აგდებს. როგორც სპეციალისტები გვაფრთხილებენ, ქრონიკული სტრესი არ არის უბრალოდ დაღლილობა — ეს არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ ჩვენს ურთიერთობებზეც.

ფსიქოლოგი დეა ყოლბაია განმარტავს, რომ ქრონიკული სტრესი პირდაპირ უკავშირდება ჰორმონ კორტიზოლის დონეს ორგანიზმში.

„ქრონიკული სტრესი ნიშნავს იმას, რომ სისხლში მაღალია კორტიზოლი და როცა კორტიზოლი მაღალია, ტვინი მუშაობს თვითგადარჩენის რეჟიმში. ასეთ დროს სიყვარული შეუძლებელია,“ — ამბობს ყოლბაია.

მისი თქმით, ტვინი, რომელიც მუდმივად საფრთხეზეა ორიენტირებული, ვერ ხსნის ემოციურ საზღვრებს — პირიქით, ის იცავს ადამიანს ნებისმიერი სიახლოვისგან.

„ტვინი სტრესის პირობებში არ უშვებს სიახლოვეს, რადგან ემოციური სიახლოვე ნიშნავს განიარაღებას. ტვინი გეუბნება — გაიქეცი, ეხლა რა დროს სიყვარულია. გვშია, გვცივა, უნდა გადავრჩეთ,“ — განმარტავს ფსიქოლოგი.

სიყვარული, როგორც ყოლბაია ამბობს, თავისთავად მოითხოვს თავდავიწყებას, მსხვერპლს, რისი გაკეთება გადატვირთული ნერვული სისტემისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g