LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ვიხდი, თავისუფალი ვხდები: მუზეუმში ნუდისტები შეუშვეს (ვიდეო)

186

კოლუმბიურ მედელინაში პედრო ნელ გომესის სახლმა კარი ნუდისტებს გაუღო. მათთვის განსაკუთრებული სეანსები ეწყობა მუზეუმის გახსნამდე ან დახურვამდე.

დამთვალიერებლები ამბობენ, რომ ისინი ასე უკეთ ჩაწვდნენ მხატვარს, რომელსაც შიშველი ნატურის ბევრი ნამუშევარი აქვს.

„როდესაც მაცვია, ძალიან მორცხვი ქალი ვხვდები. აი როდესაც ვიხდი, ყველაფერი იცვლება. გაშიშვლებული ბევრად თავისუფლად ვურთიერთობ ადამიანებთან, უცნობებთანაც კი. ეს ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო“.

 

მსგავსი ექსკურსიის სარგებლობის მსურველები მედელინის ნუდისტურ საბჭოში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, რომელიც დაახლოებით 800 ადამიანს მოიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g