LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ის ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის სახელით“ – პეტერ ფიშერი

150
პეტერ ფიშერი, ვიქტორ ორბანი

„დამაზუსტებელი გზავნილი ქართველი მეგობრებისთვის: როდესაც ვიქტორ ორბანი თბილისში ჩამოვა, ის ისაუბრებს უნგრეთის მთავრობის სახელით და არა ევროკავშირის სახელით“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე წერს.

„ევროკავშირის პოზიციისთვის მიმართეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს“, – ნათქვამია დიპლომატის მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g