LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან იგეგმება ტაქსების ლიცენზირება

52

ტაქსებთან დაკავშირებით გარკვეული მარეგულირებელი ბაზა შეიქმნება, თუმცა უახლოეს პერიოდში არანაირი რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას არ ვაპირებთ – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თბილისში ტაქსების ბიზნესი ყოველგვარი რეგულაციის გარეშეა და ამ ბიზნესში საქმიანობა ნებისმიერს შეუძლია. როგორც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ეს სფერო რეგულირებულია,“ ესენი არიან მეწარმე სუბიექტები, რომლებიც გარკვეული რეგულაციის ქვეშ ექცევიან“.

თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ ტაქსის ბიზნესი ბევრი ოჯახისათვის შემოსავლის წყაროა, რადიკალური გადაწყვეტილების მიღება 2016 წლისთვის არ იგეგმება. მისი განმარტებით, ამ საკითხზე დედაქალაქის მთავრობა საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად მუშაობს, რათა ზუსტად იცოდნენ, რა შეიძლება იყოს ამ სფეროში რეგულაციის ეფექტური მექანიზმი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g