დღეს, 30 ივნისს ცესკოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თავმჯდომარეს იმ ახალი წესით აირჩევენ,რომელიც მიმდინარე კვირას მიიღეს.
კანონით დადგენილი წესის თანახმად, ცესკოს თავმდჯომარის შესარჩევად კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ პრეზიდენტმა განკარგულება თამჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა უნდა გამოსცეს.
ვინაიდან, თამარ ჟვანია გადადგა და ვაკანტური თანამდებობა წარმოიშვა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა განკარგულება მისი გადადგომიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გამოსცეს.
წესი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარე უნდა წარადგინოს:
- პრეზიდენტი პარლამენტისთვის წარსადგენად ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არჩევს საკონკურსო კომისიის მეშვეობით, რომელიც დაკომპლექტებული უნდა იყოს 9 და არაუმეტეს 11 წევრისგან.
- საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
- ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
- თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.
- კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს კანდიდატურებს წარუდგენს.
- კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს თავმდჯომარის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ.
- თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.
როგორ ირჩევს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს
- პარლამენტი ცესკოს თავმდჯდომარეს ირჩევს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
- პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (100 ხმით) უმრავლესობით. ორი მესამედით ვერ არჩევის შემთხვევაში პარლამენტი თავმჯდომარეს ირჩევს სამი მეხუდეთით(90 ხმით). სამი მეხუთედით ვერ არჩევის შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევა ხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით).
- თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, სხვა შემთხვევაში − 6 თვე. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობიდან გამომდინარე, მხოლოდ “ქართული ოცნება” ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლით ვერ აირჩევს.
- ცესკოს წევრის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს.
ამავე თემაზე:
ოლიგარქი ვირეშმაკურად თამაშობს – ჩარკვიანი ჟვანიას გადადგომაზე
არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ – სარჯველაძე ჟვანიას გადადგომაზე
არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე
“ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა” – ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე