Cavea-ს drive-in კინოთეატრის ლოკაცია და გახსნის დრო ცნობილია.
კინოთეატრი ივლისის პირველ ნახევარში, ლისის ტბასთან, ახალ იპოდრომზე იხსნება.
ახალ იპოდრომზე მოეწყობა სპეციალური სივრცე მათთვისაც, ვისაც ფილმის ყურება მოუნდება, თუმცა ადგილზე მანქანის გარეშე იქნება მისული.
“ლისის ტბაზე, ახალ იპოდრომზე “კავეას” ქსელი კინოთეატრს მანქანებისთვის გახსნის და მაყურებლები უახლეს რეპერტუართან და მსოფლიო პრემიერებთან ერთად, კინომარათონებს და სხვა ივენთებს იხილავს. ლისის ახალი იპოდრომის კავეა drive-in კინოთეატრი სხვა ლოკაციაზეც გეგმავს მსგავსი სივრცის მოწყობას და საწყის ეტაპზე, ლოკაციები მინიმუმ 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი, მოეწყობა სპეციალური სივრცე სხვა სახის ტრანსპორტისა და ავტომობილების გარეშე მოსული მაყურებლისთვისაც. მოთხოვნის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება”, – ამბობს “კავეას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მაია სიხარულიძე.
რაც შეეხება სეანსების რაოდენობას, საღამოს 8 საათის შემდეგ ერთი ან ორი ჩვენება იგეგმება.