LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაბრუნდებიან Wizz Air და Ryanair ჩვენთან – ეკონომიკის მინისტრის განმარტება

87
5eb96674d306d

როდის დაბრუნდებიან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: Wizz Air და Ryanair ქართულ საავიაციო ბაზარზე, ჯერ კიდევ უცნობია.

„როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, ასევე, როდესაც მსოფლიო და ის ქვეყნები იქნებიან მზად, საიდანაც ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს, მაშინ დავუშვებთ ფრენებს”,  – ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი კითხვას, რომელიც სწორედ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ, საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აღდგენის თარიღს შეეხება.

ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სრულყოფილად აღდგენამდე, „ლოუკოსტერებისათვის” საქართველოს მიმართულებით ოპერირება წამგებიანი იქნება.

აგვისტოდან პარიზსა და თბილისს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება

არიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე Air France კვირაში ორი სიხშირით იფრენს

„Wizz Air-ი და Ryanair-ი ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია იმას ნიშნავს, რომ მათ რომ დაბალი ფასები შეინარჩუნონ, ფრენების გარკვეული მინიმალური რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ და ერთხელ, ეს მათ ბიზნესმოდელს ვერ შეინარჩუნებს მდგრადად, წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის. მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება“, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g