LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიწყება თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა?

171

თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.

პროექტი ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების, ოთხზოლიანი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ტექნიკურ ეკონომიკური და საბუთების დოკუმენტის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის სატენდერო პროცედურები ტარდება.

საპროექტო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტირების ვადები 2017–2018 წლებია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისის ახალი შემოვლითი გზის აშენებით, სრულად მოგვარდება თბილისის შემოვლით გზაზე ამ ეტაპზე არსებული, მეწყრული პროცესებით გამოწვეული პრობლემები.

 

magti 5g