სოციალურ ქსელში გუდაურის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სეზონისთვის მზადებაა ასახული. როგორც ირკვევა გუდაურში 50 სანტიმეტრამდე თოვლია მოსული და სეზონის დაწყებას ყველა მოუთმენლად ელოდება. ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეოს თან ახლავს განცხადებაც:
”პატივცემულო დამსვენებლებო და გუდაურის გულშემატკივრებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ წლევანდელი სეზონის არაჩვეულებრივობას და აქვე მოგახსენებთ, რომ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის’’ მიზანია მომხმარებლთა მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება.თითოეულ ჩვენგანს გვაქვს დიდი სურვილი იმისა, რომ სეზონი 13 დეკემბერზე ადრე გაიხსნას, თუმცა….
ნორმალური, უხვთოვლიანი სეზონის პირობებში ტრასების მომზადება ხდება სეზონის გახსნამდე, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. შესაბამისად, სრიალის მოყვარულები არ არიან ჩახედული ტექნიკურ დეტალებში და ეს არც არის აუცილებელი. ახლად მოსული თოვლი ფაფუკი და რბილია, ამიტომ დღეიდან ყოველღიურად ჩვენმა ტექნიკამ უნდა იმუშაოს მთაზე.
ტექნიკით დამუშავების შემდგომ, ყოველ მომდევნო დღეს, თოვლი უფრო და უფრო იპრესება და ხისტი ხდება. ჯერ ხდება ე.წ. თოვლის ჩაჭრა. ანუ სატკეპნი ტექნიკის მიერ თოვლის უფრეზოდ (“ფრეზი”-მანქანის უკან თოვლის დასამუშავებელი მოწყობილობა), მხოლოდ მუხლუხებით დამუშავება, რომ თოვლი საერთოდ არ ჩამოიფხიკოს. უკვე ამის შემდეგ, არის შესაძლებელი ტრასების სრულფასოვანი მომზადება. ვნახოთ, დავაკვირდებით პროცესს და თუ ჩავთვლით ,რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის, გავითვალისწინებთ თქვენს თხოვნას და სეზონს დათქმულ დროზე ადრე გავხსნით.” – ნათქვამია განცხადებაში.