მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ორშაბათიდან, 27 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავრობას შეზღუდვების გახსნის ექვსი ეტაპი აქვს განსაზღვრული და მათ შორის შუალედი ორი კვირა იქნება. ანუ, საბოლოოდ, ყველა ტიპის შეზღუდვა, რაც საგანგებო მდგომარეობის პირობებშია დაწესებული, დაახლოებით 10-12 კვირა მოიცავს.
მაგალითად, სავაჭრო მოლების, რესტორნების, სასტუმროების, გასართობი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების გახსნა, დაახლოებით 6-8 კვირის კვირის შემდეგ იგეგმება.
ამავე ეტაპზე იგეგმება სილამაზის სალონების გახსნაც.
27 აპრილიდან ეკონომიკური შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება
შეგახსენებთ, ევროპაში სილამაზის სალონების გახსნა ასევე ყველაზე ბოლო ეტაპზე იგეგმება და როგორც ამბობენ, სტილისტებისთვის აუცილებელი იქნება ხელთათმანების, ნიღბებისა და დამცავი ფარის ტარება.