გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში იურისტმა თამარ კერძაიამ ძიძების სამართლებრივ უფლებებსა და სახლში ვიდეომონიტორინგის წესებზე ისაუბრა.
იურისტის განმარტებით, აღნიშნული საკითხი რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს ჩაწერის პირობებს. თამარ კერძაიას განცხადებით, მშობელს აქვს უფლება, არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით დაამონტაჟოს ვიდეოკამერა, თუმცა იგი ვალდებულია, ამის შესახებ წინასწარ აცნობოს ძიძას.
„პერსონალურ დაცვის შესახებ კანონის თანახმად, ვიდეომონიტორინგის განხორციელება მშობელს შეუძლია არასრულწლოვნის დაცვის მიზნით, ოღონდ აუცილებელია ამის შესახებ ინფორმირებული იყოს ძიძა. თუკი მიმდინარეობს ფარული ვიდეო ჩაწერა, ასეთ შემთხვევაში, ეს არის კანონდარღვევა და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესაძლებელია მოხდეს მშობლის გაფრთხილება ან დაჯარიმება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვიდეომონიტორინგის განხორციელება ისეთ ადგილებში, როგორიცაა აბაზანა, საერთოდ დაუშვებელია“
