LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ აღმოჩნდა გახარია ძირს, რამდენმა ადამიანმა მიაყენა დაზიანება, ეს არ ჩანს ვიდეოში… 126-ე მუხლი ძალიან მსუბუქია“- თბილისის ყოფილი პროკურორი

273
მწარიაშვილი გახარიაზე

თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარიას თავდასხმაზე 126-ე მუხლი ძალიან მსუბუქია.

მისი თქმით, კადრებში, რომელიც ჯერჯერობით გავრცელდა, არ ჩანს როგორ აღმოჩნდა გახარია ძირს, რამდენმა ადამიანმა მიაყენა დაზიანება, შესაბამისად მომხდარზე კვალიფიკაციის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

მწარიაშვილის თქმით, იმედია, რომ პროკურატურა სამართლებრივად ისე არ გარისკავს, რომ ბრალდებულის სკამზე გიორგი გახარია აღმოჩნდეს.

„გახარია როგორ აღმოჩნდა ძირს, ეს არ ჩანს. საერთოდ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, ვინ მიაყენა დაზიანება, როგორ მიაყენა, რამდენმა ადამიანმა, როგორ აღმოჩნდა ძირს, ეს უნდა ვიცოდეთ, რომ კვალიფიკაცია სწორად დავადგინოთ. 126-ე მუხლი ძალიან მსუბუქი მუხლია ამისთვის, გარდა ამისა გახარიამ დაზიანება მიიღო და არ ვიცით დაზიანების ხარისხი, ასევე არ ვიცით, მომხდარი როგორ იყო ორკესტრირებული, დადგმული. ამიტომ დაველოდოთ, რა ინფორმაცია გახდება ცნობილი, რა ვიდეომასალა გავრცელდება, რა კომენტარს გააკეთებს თავად გახარია და ამის შემდეგ გავაკეთებ ზუსტ კომენტარს კვალიფიკაციის სისწორეზე. ჯერჯერობით, ეს კვალიფიკაცია არაფერ არ მეუბნება, არაფერი არ არის ამ ამბისთვის. მე არ ვიცი პროკურატურა თავის ჭკუით ბრალდებულად ვის მოიაზრებს ამ კვალიფიკაციაში, ძალადობა ვისი მხრიდან? არ ვიცით დინამიკა. მათ თავში დაზარალებულად ვინ მოიაზრება, ვერ გეტყვით. გასაგებია, საითაც მიჰყავთ ეს დინამიკა, თუმცა მე არ მგონია სამართლებრივად ასე გარისკონ და ასეთი მიმართულება მისცენ ამ საქმეს. დაველოდოთ”, – ამბობს მწარიაშვილი.

ცნობისათვის, 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. ექიმის თქმით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა.

გახარია: „დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g