ანა დე არმასმა სოციალურ ქსელში 38-ე დაბადების დღის აღნიშვნის კადრები გააზიარა. მსახიობმა განსაკუთრებული დღე საკუთარ სახლში, ახლო მეგობრების წრეში აღნიშნა.
ანა დე არმასმა ჯეიკობ ელორდს თვალი დაადგა – მსახიობების ფლირტის ვიდეო მედიასივრცეს იპყრობს
გამოქვეყნებულ ფოტოებში ანა მეგობრებთან ერთად სეირნობისა და სადღესასწაულო ვახშმის დროს პოზირებდა.
„მადლობა ყველას, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა ჩემთან ამ დღის აღსანიშნავად. თქვენ მართლაც საუკეთესო მეგობრები ხართ“, – დაწერა მსახიობმა ფოტოების სერიასთან ერთად.
ცნობისთვის, ანა ტომ კრუზთან განშორების შემდეგ უკვე გადაიღეს ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად სეირნობის დროს, თუმცა აღნიშნული მამაკაცი დაბადების დღის წვეულებაზე არ იმყოფებოდა.