LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღნიშნავენ და აღნიშნავენ თუ არა საერთოდ რვა მარტს ცნობილი ქალები

245

დღეს ქალთა დღე აღინიშნება. ეს საერთაშორისო დღესასწაულია და როგორც ბევრს ჰგონია, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. ქართველ ქალბატონებს ვკითხეთ, რამდენად ანიჭებენ მნიშვნელობას ამ დღეს.

ნინი ბადურაშვილი:

ვერ გეტყვი, რომ აღვნიშნავ, ძირითადად, სულ მაქვს კონცერტი. ახლაც მივდივართ ქუთაისში მე და ვერიკო ტურაშვილი კონცერტის გასამართად. ძირითადად, ასე გადის ჩემი რვა მარტი.

ამ დღეს არ გასაჩუქრებენ?

8 მარტს არაფერი განსაკუთრებული არ მიმიღია, შესაძლოა, ყვავილები, ისიც დიდად არ მიყვარს. ქალთა დღეა რომ არის, ძალიან სასიამოვნოა და მოლოცვაც კარგია.  შეყვარებული რომ მყავდეს და ამ დღეს განსაკუთრებული რომ არ მომიწყოს, გადავირევი-მეთქი, რომ ვთქვა, არ იქნება მართალი (იცინის).

ახლა თბილისში რომ ვიყო, საღამოს წავიდოდი სადმე, გავერთობოდი, მაგრამ სარვამარტოდ დილიდან საპარიკმახეროში რომ გავრბოდე, ასე ნამდვილად არ ვარ (იცინის).

ვინც დღეს მუშაობს და სალონისთის არ სცალია?..

ვინც მუშაობს, სალონში წასასვლელად და თმის დასავარცხნად არ სცალია, მათ ვეტყვი – საღამოს მაინც წადით სადმე და გაერთეთ (იღიმის).

ხატია შამუგია:

რა თქმა უნდა, აღვნიშნავ და ვაღიარებ, რადგან ეს ის დღესასწაულია, რომელიც ქალბატონებს ეძღვნება. „ისი პარიში“, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გრანდიოზულად აღვნიშნავთ, მარტის პირველი კვირეული ჩვენთან ფასდაკლებაა და ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.

თუ არ ვცდები, ეს ტრადიცია იღებს სათავეს 1800-იანი წლებიდან, როცა ქალები გაიფიცნენ ერთ-ერთ ქარხანაში, ნიუ ჯერსიში და  გამოვიდნენ სამუშაო სათების შემცირებისა და ანაზღაურების მოთხოვნით. ასე რომ, ეს არ არის კომუნისტური დღესასწაული. ქალს რომ ქალად აგრძნიბინო თავი, კიდევ ერთი კარგი მიზეზია. ქალები ბევრს შრომობენ და კარგია, თუკი მათ მამაკაცები ამ დღეს ქალებად აგრძნობინებენ თავს.

საჩუქრებს იღებ ხოლმე ამ დღეს?

კი, ვიღებ ხოლმე. დედის დღეს უფრო ბევრ საჩუქარს ვიღებ. ახლა მივხვდი, ყველაზე მეტად რატომ მომწონს 8 მარტი – იმიტომ, რომ დასვენების დღეა… (იღიმის). გუშინ კონცერტზე თამამად ვიყავი ბოლო სტუმრამდე, რადგან ვიცოდი, რომ დღეს არ ვმუშაობდი.

ანი გიუნტერი:

როგორ არ აღვნიშნავ, ვგიჟდები ყველა მიზეზზე და ყველა დღეზე, როცა კიდევ უფრო დაკანონებულია საჩუქრებია ჩუქება. რაც უფრო მეტი დღე გვექნება, მით უფრო კარგია. მგონია, რომ ეს დღესასწაული არ არის შემთხვევითი… რაც უნდა ვიძახოთ, სიყვარულისთვის რა საჭიროა კონკრეტული დღეო, მაინც განსაკუთრებული დღეა.

ჯერ არ მიმიღია საჩუქარი. ჩემმა შვილებმა მომილოცეს. სახლიდან ჯერ არ გავსულვარ…

ანი, როგორ ფიქრობ, რა არის ქალური ბედნიერება?

დღეს ჩემმა მეგობარმა სოცქსელში დაწერა, ვინც მისურვებს ქალურ ბედნიერებას და ყვავილებზე მომნიშნავს, წავშლიო. ვფიქრობ, არ არის სწორი მიდგომა. ჩვენ ქალები ვართ და უნდა ვიყოთ ნაზები და კეთილები. ძალიან ბევრ რამეს მოიცავს ეს ფრაზა, საქილიკოდ რომ აქციეს. ყველას უნდა, იყოს ბედნიერი. ჩემთვის, როგორც გერმანელისთვის, ეს არის უბრალოდ სიტყვა – ქალური და ბედნიერება ყველასთვის ერთია, ბედნიერება შეგრძნებაა და არა სიტყვა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g