LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორ ახერხებს ასეთი ქალების გულების დაპყრობას?!“ – 55 წლის მარკ ენტონისა და 24 წლის „მის პარაგვაის“ ცხელი ფოტოები წითელი ხალიჩიდან

268
page

55 წლის მარკ ენტონი და მისი ახალგაზრდა მეუღლე, 24 წლის ნადია ფერეირა Latin Billboard Music Awards-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდნენ. წითელ ხალიჩაზე ყველა მათ უცქერდა. „მის პარაგვაი“ სასწაულ ფორმაში იყო, მას ზურმუხტისფერი კაბა ამშვენებდა. მარკი და ნადია ფოტოგრაფების ობიექტივში ერთმანეთს კოცნიდნენ და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„როგორ ახერხებს ასეთი ქალების გულების დაპყრობას?“, „მარკ ენტონს ქალებში უმართლებს“, „სასწაული გოგოა“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, წყვილს მიმდინარე წლის ზაფხულში პირველი საერთო შვილი შეეძინა, მოდელისთვის ეს პირველი შვილია, მარკ ენტონისთვის კი მეშვიდე. მას ნადიამდე სამი ცოლი ჰყავდა, მათ შორის ჯენიფერ ლოპესი, რომელთანაც 15 წლის ტყუპები ჰყავს.

54 წლის მარკ ენტონის მეშვიდე შვილი 23 წლის ნადია ფერეირასგან შეეძინა

„მარკ ენტონს ქალებში უმართლებს“ – 54 წლის მარკ ენტონი და 23 წლის ნადია ფერეირა წითელ ხალიჩაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები