როგორ დავთესოთ ხორბალი? მოასწრებს ამოსვლას? – ეს ის კითხვებია, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად ჩნდება.
რაც არ უნდა ცოტა დრო რჩებოდეს, ყოველთვის მოიძებნება გამოსავალი.
ირმა კილასონია გვიზიარებს3 ოქროს რჩევას, ჯეჯილის სწრაფად მოსაყვანად.
- ხორბალი ჩაალბეთ წყალში ერთი დღე.
- მეორე დღეს დაყარეთ ძალიან სველ მიწაზე ან ბამბაზე, ბამბა უნდა იყოს სქლად დაფენილი.
- გადააფარეთ პარკი და მზიან ადგილას დადეთ. როცა უკვე მწვანე ჯეჯილი წამოვა, მოხსენით პარკი. შემდეგმორწყეთ, ყოველ ღამე.
წყარო: gemrielia.ge
