ნახეთ თუ როგორ ხდება ავარიისთვის თავის ყველაზე ეფექტურად არიდება – მასტერკლასი ნიურბურგრინგიდან. Racingfun Nordschleife–ს YouTube არხზე გამოჩნდა ვიდეო, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე საშიშ ტრასაზეა გადაღებული. როგორც კადრებში ჩანს, ერთ–ერთ მოსახვევში Daihatsu Cuore–ს ჰეტჩბეკი ორ საბურავზე დადგა და წესით უნდა გადაბრუნებულიყო, თუმცა ავტომობილმა სტაბილიზირება მოახერხა. მართალია, სპორტქარმა სერიოზული დაზიანებები მიიღო – საბურავები და საქარე მინა გაუფუჭდა, თუმცა ავარიისთვის თავის არიდება წლის საუკეთესო „სეივად“ დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იგივე პატივი მოტოციკლეტისტ ჯეიმს ჰილერს ხვდა წილად, მან თავისი ბაიკი დამტვრევას სწრაფ მოსახვევში გაკეთებული ნახტომის შემდეგ გადაარჩინა.