LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავაწყოთ ფიტნეს დარბაზი ნულიდან – NEEDSHOP.GE დაგვეხმარება

1525
1

პროფესიონალური ტრენაჟორების შერჩევა, ინსტრუქტორებისა და სხვა პერსონალის სწავლის კურსები, ფიტნეს დარბაზის ნულიდან აწყობა, ასევე სალაშქრო და ტურისტული ინვენტარის ფართო ასორტიმენტი -ეს იმ მომსახურებისა და პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ონლაინ მაღაზია NEEDSHOP.GE აერთიანებს.

კომპანია, რომელიც 2012 წელს დაარსდა, მომხმარებელს სპორტთან და ტურიზმთან დაკავშირებით, სრულ მომსახურებას და საჭირო ინვენტარს სთავაზობს.

„გვაქვს ქართულ ბაზარზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. ამასთან, გვყავს ბევრი ძლიერი პარტნიორი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოეთში, კერძოდ: ჩინეთში, თურქეთში, რუსეთში, აშშ-სა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. შესაბამისად, პროდუქციას რომელსაც ვყიდით ჩვენს ონლაინ ვებგვერდზე, სწორედ ამ ქვეყნებიდან ჩამოგვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ კარგად გვაქვს აწყობილი საკურიერო მომსახურებაც როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვა წერტილებში“,- აცხადებენ NEEDSHOP.GE-ში.

მათივე ინფორმაციით, კომპანია ფლობს შეკეთება-აღდგენის სერვისცენტრსაც. ამასთან, NEEDSHOP.GE-ში მოქმედებს საკონსულტაციო ხაზი, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დარეკოს და მას პროდუქციის შერჩევაში დაეხმარებიან.

აღსანიშნავია, რომ ის, ვინც დიდი რაოდენობით პროდუქციას შეიძენს, იქნება ეს სპორტული, თუ ტურისტული ინვენტარი, კომპანიისგან მიიღებს სერიოზულ ფინანსურ შეღავათს- ფასდაკლების სახით.

„ჩვენგან ყველა მომხმარებელი გამოდის ბედნიერი და კმაყოფილი! მობრძანდით და თავად დარწმუნდებით“, – აცხადებენ NEEDSHOP.GE-ში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.needshop.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები