LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირიდოთ თავიდან ბარგში ფულის გადახდა – ამერიკელმა მგზავრმა საინტერესო მეთოდს მიაგნო

1257
cloths

ავიაკომპანია Thomas Cook-ის მგზავრმა 30 წლის ნატალი ვინმა ფულის დაზოგვის ხერხს მიაგნო. როგორც გამოცემა “The Sun” იუწყება, ნატალი კანარებზე მიფრინავდა, როდესაც აეროპორტის თანამშრომლებმა ის ჩასხდომის წინ გააჩერეს და ბარგი შეუმოწმეს.

ჩემოდანი დაშვებული 6კგ-ს ნაცვლად 9,4 კგ-ს იწონიდა, რის გამოც მგზავრს დამატებით – 118 დოლარის გადახდა უწევდა. გოგონას ბევრი არ უფიქრია, ბარგი გახსნა და 7 კაბა, 2 წყვილი ფეხსაცმელი, ორი შორტი, მინი ქვედაბოლო და პულოვერი ერთდროულად ჩაიცვა.

მართალია, ავიაკომპანიის თანამშრომლებს ეს გადაწყვეტილება დიდად არ მოეწონათ, მაგრამ ნატალის ვერაფერი უთხრეს და რეგისტრაცია ჩვეულებრივად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ გზაში ზედმეტად ცხელოდა და ამერიკელმა ერთი-ორჯერ კინაღამ გონებაც დაკარგა, მაგრამ ეს ამად მაინც ღირდა. დაზოგილი ფული მას მოგზაურობისას ძალიან გამოადგა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ნატალის მოგვიანებით პოსტი მიუძღვნა და გოგონა 90-იანი წლების პოპულარული სერიალის „მეგობრების“ გმირს- ჯოს შეადარა. ერთ-ერთ ეპიზოდში ჯომ ჩენდლერის მთელი გარდერობი ერთდროულად ჩაიცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები