LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაიკლო ნანუკა ჟორჟოლიანმა 17 კილო

5897
unnamed

ნანუკა ჟორჟოლიანმა ბოლო პერიოდში წონაში საგრძნობლად დაიკლო. მას არაერთხელ უსაუბრია გადაცემებში და ასევე სოციალური ქსელის საშუალებით დიეტაზე, რომლის საშუალებითაც ნანუკამ 17 კილო დაიკლო.

ამჯერად მან ამ თემაზე „ნანუკას შოუში“ ისაუბრა.

„საბაზე ორსულობისას ძალიან მოვიმატე. ამის შემდეგ გადავწყვიტე წონის დაკლება. თავიდან 16 საათიანი დიეტით დავიწყე. კვებას ვიწყებდი დილის 10 საათზე და ვახშამი მქონდა 18:00-ზე

ზოგჯერ, დილის 4 საათზე შიმშილი მაღვიძებდა, ამ დროს ვაშლს ვჭამდი და ამით ვატყუებდი კუჭს.

4 თვის შემდეგ გადავედი 18 საათიანზე, ვჭამდი 11:00-17:00 შუალედში.

  • ვჭამ ყველაფერს, ხაჭაპურს, ხინკალს, ლობიანს, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობით.
  • აუცილებლად მიიღეთ ცილა
  • დალიეთ წყალი, არ არის აუცილებელი რომ ოთახის ტემპერატურის იყოს, ამ შემთხვევაში მაშუპებს, ამიტომ ცივ წყალს ვღებულობ.
  • აუცილებელია ძილი. თუ ამას არ მოიწესრიგებთ ვერ მიიღებთ შედეგს.

არ აკრძალოთ არაფერი, დაითვალეთ კალორიები და ისე მიირთვით.

არასწორია ინფორმაცია, რომ შავი შოკოლადი, წიწიბურა და ბრინჯი დიეტურია. პირიქით, ეს პროდუქტები ძალიან კალორიულია.

თუ ამ ყველაფერს გაიხდით თქვენი ცხოვრების რეჟიმად, თქვენივე თავთან ჰარმონიაში მოხვალთ. აუცილებლად ნახავთ შედეგს 3-4 თვეში“,-ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები