LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავაღწიოთ თავი აეროფობიას? 5 რჩევა სპეციალისტისგან

112
woman-looking-out-airplane-windo

ზოგიერთი მოგზაურისთვის ფრენა ეს ნამდვილი გამოწვევაა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ავია კატასტროფების რიცხვი ძალიან დაბალია, ასეთი შიში არც რაციონალური და არც ლოგიკურია. ის ფაქტი, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებული კატასტროფები თითქმის არასდროს ხდება, ბევრი ადამიანის გონებაში ფრენას კიდევ უფრო საშიშს ხდის. არადა თვითმფრინავი ეს მგზავრობის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა: მაგალითად, 2015 წელს 37,6 მილიონი რეისი შესრულდა და ფატალური ავარიების რიცხვი მხოლოდ 4 იყო.

  1. არ შეგეშინდეს ტურბულენტობის
    ამ შემთხვევაში კარგი ამბავიც გვაქვს და ცუდიც. ცუდი ისაა, რომ კლიმატის ცვლილება ტურბულენტობას კიდევ უფრო გაზრდის, მათ შორის სუფთა ჰაერის ტურბულენტობას, რომელიც არსაიდან მოდის. კარგი ამბავია, რომ ტურბულენტობა მხოლოდ უხერხულობაა და არც თუ ისე საშიშია როგორც ერთი შეხედვით ჩანს. რეალურად თვითმფრინავს რომ რამე მოუვიდეს, ამის შანსები თითქმის არ არსებობს.
  2. სხვა საშიში რამეებიც ნუ შეგაშინებს
    ფრენა ძალიან ჰგავს ცურვას: არის ჰაერის უწყვეტი ნაკადი და ხვრელები არ არსებობს, როგორც ვერ გადმოვარდებით ტბიდან ან ოკეანიდან, ასევე არ შეიძლება ციდან გადმოვარდნა. ძრავებზე ნერვიულობით? ყველა ძრავის გათიშვის შემთხვევაშიც კი თვითმფრინავს ეყოფა ძალა, რომ ავარიულად დაეშვას. კარის გაღება კი, რაც ასევე ბევრ მგზავრს აშფოთებს, წნევის გამო შეუძლებელია.
  3. გაირთე თავი
    რაც უფრო ნაკლებ დროს დაუთმობთ რისკებზე ფიქრს, ყოველი ხმაურის ინტერპრეტაციას ან ბორტგამცილებელთა ნაბიჯებისთვის თვალყურის დევნებას, მით უკეთესი. წაიკითხეთ, ითამაშეთ თამაშები, უყურეთ ფილმს, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას. დროის გასაყვანად მშვენიერი აზრია ძილი და ჭამაც.
  4. მოდუნებაც კარგი აზრია
    მაშინაც კი როცა ფრენა არ გაშინებთ, პატარა სავარძლებმა და ფეხებისთვის სივრცის ნაკლებობამ, შეიძლება სტრესი გაგრძნობინოთ, ამიტომ მედიტაცია ძალიან კარგი აზრია. ასევე, როცა კი ღვედის მოხსნის საშუალება გექნებათ ადექით, გაიარ-გამოიარეთ, გაშალეთ ფეხები.
  5. არ დამალო, რომ გეშინია
    ხანდახან შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ ის ფაქტი, თუკი ბორტის წევრებს ან გვერდით მეზობლებს თქვენს შიშებს გაუზიარებთ. ასევე უთხარით მათ თუ როგორ შეძლებენ თქვენს დახმარებას: შესაძლოა მარტო დარჩენა გსურდეთ, ან ღრმა სუნთქვა გშველით, შესაძლოა მოლაპარაკე ადამიანი გჭირდებოდეთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები